ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი შეიწყალეს

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოსური მედია წერს, რომ ის შეიწყალეს. „sputnik-ossetia“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა და შესაბამისი ბრძანებას ხელი  დღეს მოეწერა.

შეგახსენებთ, რომ  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მსგავსი თემები