“ჩვენი ქვეყანა თავისუფალია და სოციალური ქსელები არ კონტროლდება” – თეა წულუკიანი

ხელისუფლება სარეკლამო კომპანია “პანდასთან” ყოველგვარ კავშირს უარყოფს. თავის მხრივ, სარეკლამო კომპანია “პანდამ” გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც აღიარებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ, თუმცა “ქართულ ოცნებასთან” კავშირს თავადაც უარყოფენ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ვინც კანონს არ არღვევს, მათ შორის “პანდასაც”.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგია, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ შორის “პანდამაც”, თუკი ამით არ ირღვევა კანონი. კანონი არის ერთადერთი წითელი ხაზი, სხვა წითელი ხაზები არ არსებობს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები