დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თბილისში, ორსულმა პირებმა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ორსულებს სამედიცინო დაწესებულებებს დღეს, 15.00 საათის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ. აცრები ჩატარება პირველადი ჯანდაცვის 8 დაწესებულებაში: ქიაჩელის ქN 18-ში – შპს „ვერე 21 პოლიკლინიკა”;
კალოუბნის ქ.N 12 და ვაჟა-ფშაველას გამზირი N 83/11 – “მედისონ ჰოლდინგი”;
ლუბლიანას ქ. N5 – “ჰერა”; ვეკუას ქ.N 18 – “მედკაპიტალი გლდანი”;
მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3 – “მედკაპიტალი – ვარკეთილი”;
გამრეკელის ქ.N18 “მედკაპიტალი – საბურთალო”;
წინამძღვრიშვილის ქ.N 57 – “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი”. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი” 2 დღის განმავლობაში.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ორსულებს სრულიად უფასოდ ჩაუტარებს აცრას, შემდეგ კი მიმართვიანობის საფუძველზე გადაწყდება კიდევ, რომელი ჯგუფებისთვის იქნება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები იქნებიან უზრუნველყოფილნი.
აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე კი, მათმა რაოდენობამ 1 111 შეადგინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში) რისკჯგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო.