„ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიციასაც აფიქსირებდა და მედიატორიც იყო“ – ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება, რის გამოც, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

​მისი ინფორმაციით, დღეს გაკეთდა განმარტება, თუ რატომ იყო მოსამართლეთა 10-კაციანი სია კატეგორიულად მიუღებელი.  

“შეხვედრის დროს ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ. დღეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები არის იურიდიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ,“ – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

​მისივე ინფორმაციით თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა და ასევე, აფიქსირებდა თავის პოზიციას.

“ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა,”- აღნიშნა  ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მსგავსი თემები