გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე პატიმრობის ნაცვლად, ლელა ქსოვრელის მიმართ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს.

მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები