ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, გადაწყვეტილება დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით ოთხის  წინააღმდეგ მიიღეს.

„ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“  დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

მისი განმარტებით,  ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბერს თავად მიმართა.

მსგავსი თემები