დავით ჭიჭინაძე თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას გეგმავს

„ვისაც პოლიტიკურ ბრძოლაში გარკვეული წვლილი მიგვიძღვის, მუდმივ კავშირზე ვართ. შესაბამისად, როგორ ვიქნებით და სად ვიქნებით, მალე გავაჟღერებთ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

დეპუტატი თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, ამ ეტაპზე საუბარი არ არის ფრაქციის შექმნაზე. საუბარია ერთიან ხედვაზე, რომელიც მოძრაობის ან პარტიის სახით იქნება წარმოდგენილი.

„როცა ადამიანი პოლიტიკაშია და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება როგორც მე, საჭიროა პოლიტიკური ბროლის გაგრძელება. ამ პოლიტიკურ ბრძოლას მე გავაგრძელებ. ვისთან ერთად, ამას ცოტა ხანში გაიგებთ. ეს არ იქნება ფრაქცია. მთავრია ღირებულებები. შეიძლება, ეს იყოს მოძრაობა ან პარტია. ვისაც პოლიტიკურ ბრძოლაში წვლილი მიგვიძღვის, მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ძალიან მალე, ჩვენი გეგმები გაჟღერდება. იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც ამ გუნდში მოიაზრება, ჯერ პარტია არ დაუტოვებიათ, შესაბამისად, პროცესი მალე გახდება ცნობილი,“ – აღიშნა ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები