„როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც “ომიკრონის” გავრცელება დაიწყო” – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

​ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა დღეს “მედიაცენტრ მთავარში ეპიდვითარებაზე და ახალ შტამზე –  „ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გავრცელება საქართველოშიც სწრაფი ტემპით დაიწყო.

“ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ომიკრონის გავრცელება დაიწყო. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რამდენი პროცენტი მოდის ახალ შტამზე, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიცით, რომ ეს შტამი ხდება დომინანტი. უამრავ ქვეყანაში წამყვანია მისი დომინირება „დელტაზე“.  იმ ქვეყნების მონაცემებით, სადაც ის  გავრცელების პიკს აღწევს, ვიცით  რომ მიმდინარეობა აქვს  მსუბუქი დელტა შტამთან შედარებით.  ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს აინფიცირებს აბსოლუტურ რიცხვებში ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ავად და შესაბამისად, ის დაბალი პროცენტიც გართულებების მაინც დიდია და იწვევს ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვას. შედარებით დაბალია ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციებში მოხვედრილთა  და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა წილი“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავარში.“

ინფექციონისტის განმარტებით, მიუხედავად “ომიკრონის” მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობისა სიმშვიდის საფუძველს არ იწვევს და მნიშვნელოვანია ყურადღება მიქცეულ იქნას თავიდანვე.

“ომიკრონი დომინანტი ხდება” – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები