,,არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება”- პაატა მანჯგალაძე

,,არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება, „სამართალი ურმით დადის“- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ”ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში”.

„მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ ადამიანები, ვინც არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში მონაწილეობდნენ, საუბარია ასევე დარიშხანით მოწამვლაზე. ორი მექანიზმი არსებობს ამისთვის. როგორც იცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია მისი საგანგებო რეჟიმში შეკრება, ვინც ოპოზიციად თავს თვლის, 50 ასეთი ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში და შესაძლებელია ამ გზით წავიდეთ, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას სამუშაო ფორმატი, მასში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ და გამოვკვეთოთ ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელშიც დღეს არის და ვიცით, რომ მისი მდგომარეობა ვითომ მკურნალობის შედეგად სავალალოა. ორი რამ იმუშავებს „ქართულ ოცნებაზე“ – ხალხის პროტესტი და საერთაშორისო მექანიზმები და სანქციები. ამ ორი მექანიზმის ამოქმედებით შესაძლებელია სააკაშვილის გადარჩენა.

არავის უნდა ეგონოს, რომ უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება. „სამართალი ურმით დადის“. ეჭვი არ მეპარება, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები