ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ. 15:00 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

„აქ ყველაფერი გარკვეულია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, 92 ხმა არის გარანტირებული და ახლა ჯერი ოპოზიციის იმ ნაწილზეა, ვინც უკვე დაადასტურა სათითაოდ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე, შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ 21-ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ და ხვალვე გავივლით უმრავლესობის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსის“ საკითხს, რომელიც პარალელურად, მომავალ კვირას უნდა დარეგისტრირდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები