,,არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება”- ემანუელ მაკრონი

,,არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება,”- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ ახალ დისბალანსებს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი რისკი არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება. რუსეთისთვის გამარჯვების მიცემა, იმის აღიარებაა, რომ საერთაშორისო წესრიგის წესები, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ, შეიძლება, აღარ იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ გაცილებით მეტი აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები