ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ზრდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ზრდის.

ცვლილებების თანახმად, სამხედროების მიერ ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ბრძოლის ველის მიტოვებისა და ადმინისტრაციული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა იზრდება.

სასამართლოებს  აღარ ექნებათ უფლება, სამხედროებს პირობითი სასჯელი დაუდგინონ ან პატიმრობის ვადა შეუმცირონ. ეს შეეხება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელი პირის მიმართ მუქარის ან ძალადობის, ბრძოლის მიტოვებისა და დეზერტირობისთვის არიან გასამართლებულნი.

 

მსგავსი თემები