,,ბრძოლა კეზერას ფულისთვის…ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე”- ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს.

ზარქუას თქმით, პარტიის შიგნით, კლანებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.

,,ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის. კლანებს შორის დაპირისპირებაა შიგნით, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ და ამიტომაც არის, რომ ერთი ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს, ერთი ალთას, მეორე ბალთას. ის კაცი იქიდან ყვირის, რომ ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ თქვენ, რომ ერთმა თქვა, რომ დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს მოწამლესო და ის კაცი გამოვიდა, არ მოუწამლივარო. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები