ტრაგედია დიდ ბრიტანეთში – ტბაზე ყინულის ჩატყდომის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში ტბაზე ყინულის ჩატყდომის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილი ბავშვებიდან ერთ-ერთი 10 წლის ჯეკ ჯეკ ჯონსონია, რომელიც ტბაში უცნობი თანატოლების დასახმარებლად შევიდა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ინგლისში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გაყინულ ტბაზე, 12 წლამდე ასაკის, ორი ბავშვი თამაშობდა რა დროსაც ყინული ჩატყდა. უცნობი ბავშვების ყვირილის ხმაზე, დასახმარებლად 10 წლის ჯეკ ჯონსონი შევიდა. შემთხვევას სამივე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთან, ნაპოვნია მეოთხე, 6 წლის ბავშვიც, რომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ტბაში ერთმანეთის დასახმარებლად 6-მდე ბავშვი შევიდა. 2 არასრულწლოვანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები