გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, სხვა სახის ტრანსპორტი კი დაშვებულია.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავისგან დამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება გაუჩერებლად, გავლის რეჟიმში, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი თემები