ნიკო კვარაცხელიას დედა, ძმები კაკულიების დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მოკლულის დედა იმედოვნებს, რომ კაკულიები არამხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა ტარების, არამედ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზეც აგებენ პასუხს.
,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!”
ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები(ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა შვილებო არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე.
ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ – ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!”- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ძმები კაკულიები დააკავა