საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მ.შ გარდაცვლილი იპოვეს.
თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.
ჯამში თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377.