ყარაბაღში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ყარაბაღში ვითარება ისევ მძიმეა. ქალაქ ხანქენდას ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის დაზუსტებული არ არის. ადგილობრივი წარმომადგენლის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 200-მდეა.

აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ბენზინგასამართ სადგურთან, ქალაქიდან გამსვლელების  კილომეტრობით რიგი იდგა.

მსგავსი თემები