„დაშავებულთა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია ჰაერით ევაკუაცია“ – ყარაბაღის ომბუდსმენი

მთიან ყარაბაღში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. როგორც გეგჰამ სტეპანიანი ამბობს, სიცოცხლის გადასარჩენად, მათი საჰაერო გზით ევაკუაციის ძლიერი აუცილებლობა არსებობს.

„არცახში საწვავის საწყობის აფეთქების გამო ასობით ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში და სტეფანაკერტის ბავშვთა საავადმყოფოში შეზღუდული სამედიცინო და სამკურნალო დაწესებულებების პირობებში დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უწევენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დაშავებულთა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მათი საჰაერო ტრანსპორტის გადაუდებელი ევაკუაცია“, – აცხადებს ომბუდსმენი.

ყარაბაღში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

მსგავსი თემები