რა შემთხვევაში გაუგზავნის გერმანია უკრაინას ”ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკებს – შოლცის ულტიმატუმი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი  უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდება,  თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიც მიაწვდის. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთიც მოუწოდებს.

„ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია.

უკრაინა ითხოვს თანამედროვე დასავლურ იარაღს, განსაკუთრებით მძიმე საბრძოლო ტანკებს. ბერლინს კი აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მისი “ლეოპარდის” ტანკების ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოს მოკავშირე არმიებმა განათავსეს ევროპაში.

მსგავსი თემები