იტალიის საგარეო მინისტრმა უკრაინის არასათანადო მხარდაჭერის გამო პარტია დატოვა

იტალია საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე დარჩა. პროტესტის ნიშნად, ლუიჯი დუ მაიომ მთავრობა დატოვა. პროტესტის მიზეზი კი უკრაინის საკითხზე შეუთანხმებელი და შეუჯერებელი პოზიცია გახდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ქვეყნის პარლამენტში მმართველი ძალა იქნება.

„აუცილებლად უნდა აგვერჩია, ისტორიის რომელ მხარეს გვსურს დგომა – უკრაინის მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის მხარეს. პარტიის რამდენიმე ლიდერის პოზიცია რისკს უქმნიდა ქვეყნას“, –აღნიშნა მინისტრმა და თანაგუნდელები უკრაინის მიმართ არასათანადო სოლიდარობაში დაადანაშაულა.

მმართველი პარტია კიდევ 60-მდე დეპუტატმა დატოვა. ისინი დი მაიოს მხარდაჭერას უცხადებენ.

მსგავსი თემები