ახალგაზრდების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

კითხვაზე –  თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 65% – არა;  29% – კი; [ 18-34 წლის ასაკი];
  • 55% – არა; 41% – კი [35 – 54 წლის ასაკი];
  • 48% – არა; 47% – კი [55+ ასაკი]

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი თემები