მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – სროლა დენვერის სკოლაში

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის სკოლაში 17 წლის მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

მედიის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორესი კი – სტაბილური.

სავარაუდო დამნაშავე 17 წლის ოსტინ ლაილია, რომელიც  მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. NYT-ის ცნობით,  პოლიციამ ლაილის ავტომანქანა  პარკში იპოვა, მოგვიანებით კი მისი ცხედარიც ნახეს.

მსგავსი თემები