ამოღებულია 16 ძვირადღირებული საათი, რვა მანქანა, საბრძოლო მასალა – ესპანეთში ე.წ. ”კანონიერი ქურდი” დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ფრანგ კოლეგებთან და ევროპოლთან თანამშრომლობით სომხური მაფიის ხელმძღვანელი, ე.წ. კანონიერი ქურდი და  და მისი დაჯგუფების 28 წევრი დააკავა.

სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო 16 ძვირადღირებული საათი, მათ შორის მოდელი 39 000 ევროს ღირებულების,რვა მანქანა, ექვსი თოფი და საბრძოლო მასალა, ერთი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ორი GPS გამოვლენის მოწყობილობა და ნაღდი ფული (მხოლოდ 60 000 ევრო).

ჩამორთმეულ ნივთებს შორის იყო ასევე საფულე წარწერით „Vor Erikovi“. A.U.E.”, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო ელემენტს. სწორედ ამ ინიციალების შესწავლით დაადგინა მედიამ დაკავებული მაფიის ბოსის ვინაობა. ის სომხური წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი, 36 წლის ერიკ ჯაგანიანია.

ორგანიზაცია, რომელსაც ჯაგანიანი ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებას ახდენდა ავტონაწილებისა და ხიზილალის მაღაზიების ქსელის მეშვეობით.

მსგავსი თემები