აშშ და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ – მედია

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ აშშ და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ. მედია  წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გაუხსნას გზა უკრაინას ნატოსკენ.

მედიისც ცნობით, ქვეყანამ ოფიციალურად უნდა სთხოვოს ნატო-ს, შეუძლია თუ არა მას გაწევრიანება,  პროცესი დასაწყებად, რისთვისაც ვოლიდიმირ ზელენსკი ემზადება.

„სწორედ ამ ოფიციალური თხოვნის აღკვეთა სურს ნატო-ს ზოგიერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, გერმანიას და აშშ-ს. სამწუხაროდ, ისინი აქ ერთად იყრიან თავს. ბერლინს და ვაშინგტონს სურდათ საბოლოო განცხადება, რომელიც არ სცდება 2008 წელს ბუქარესტში გაკეთებულ განცხადებას“, – წერს „ბილდი.“

მსგავსი თემები