ნარკოდანაშაულისთვის ჟურნალისტი დააკავეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს.

ინფორმაციას ადასტურებს პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.
როგორც მან „მთავარს“ განუცხადა, ჟურნალისტი საკუთარ სახლში დააკავეს.

„წუხელ  დააკავეს, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

სამართალდამცველებმა დაკითხეს ნოდარ ჩაჩუას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ჟურნალისტია.

ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები