თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მარიამ ჯაში შესაძლოა, მისი გუნდის წევრად ვიხილოთ

თუკი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში, შესაძლოა, მისი გუნდის წევრად ვიხილოთ. 

მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაბრუნება პოლიტიკაში დადებითი ნაბიჯი იქნება.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული.

ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნება, თუმცა ისევე ,როგორც 2016 წელს არ ვგეგმავდი, გარკვეულმა გარემოებებმა გახადა აუცილებელი ჩვენი ჩართვა პოლიტიკაში, დაველოდებით, თუკი მოითხოვს სიტუაცია და ჩემი დარჩენა პოლიტიკაში, თუნდაც მცირედით იქნება ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა თავისი კაბინეტი უკვე დაცალა. მან უმრავლესობა 14 ნოემბერს დატოვა.

მსგავსი თემები