“ხვალინდელ მსოფლიში ჩვენი, თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ” – სალომე ზურაბიშვილი

მასტაბური კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია, ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად.

„გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს, იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომებით ეჭვქვეშ დაყენებასა და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებასა და მაშასადამე გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია, გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან.

ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ. ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველაგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმისა და სოლიდარობას შორის, დაპირპისრებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის. ხვალინდელ მსოფლიში ჩვენი, თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას, საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება. ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ეს არის სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც არის ხვალინდელი დღის გასაღები. სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს, ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივლი ბრძოლის აუცილებლობა. ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა. ეს არის თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, ის  რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები