,,ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ ჯერ კიდევ ნაადრევია. მისი თქმით, მსოფლიომ საქართველოში, დონბასსა და ყირიმში შეცდომა უკვე დაუშვა, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

„მე ძალიან მაღელვებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ“, – აღნიშნა კაია კალასმა.

კაია კალასის განცხადებით, სანქციების ფონზე ერთიანობის შენარჩუნება ევროკავშირში გართულებულია. მისი განმარტებით, სანქციები მხოლოდ რუსეთს არ აზარებს და გავლენას ახდენს ევროპულ ქვეყნებზეც.

„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენს მხარესაც აზარალებს. თავდაპირველად, სანქციები რთული იყო მხოლოდ რუსეთისთვის, თუმცა ახლა ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვისაც და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენი ტკივილის ასატანად ვართ მზად. ეს სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია, სულ უფრო და უფრო რთული ხდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორუსურსების ფასის გამო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები