,,მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას”- პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი  თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით, თუ უნებლიეთ. ჩვენ კარგად გვესმის და მინდა ყველას შევახსენო, ალბათ გახსოვთ, არავის არ გახსენებია, არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ ჩვენ ყველამ, არის ამორალური საქციელი. ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, მაშინ, როდესაც ვუყურებთ ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, რომ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, –  განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები