,,300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა.

„საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია ,დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით.

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება ამიტომ ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები