,,თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული”- ირალი ღარიბაშვილი

,,თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი, რაც არ გვინდა რომ მოხდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

,,წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ხო რა მარტივად არის საქმე. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება  ეს საკითხი,”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.

„დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო და მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო თუ არ ვცდები ამ პროგრამის დაფინანსება, პირველ რიგში იმან შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამაზე. აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი მაგრამ, ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს,  ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს. ასევე ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ ინსტრუქციებს, მითითებებს…

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა,  მე მინდა ბოლოს ვუთხრა, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10-მლნზე საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, და უფრო ცუდად წავიდეს საქმე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოს, მთავრობის, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები