„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე უკრაინაში გაჩაღებულ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აფასებს და ისევ ამტკიცებს, რომ ეს შეჭრა არც ყოფილა.

„გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – ასეთია რუსეთის საგაერეო მინისტრო მოკლე და ლაკონური შეფასება უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით.

„ჩვენ სხვა  გზა არ გვქონდა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც ცდილობდა უკრაინის ნატო-ში ჩათრევას… დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვები, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ყალბი ამბების გამხმოვანებლებად იყენებენ… რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ,“- აცხადებს ლავროვი  BBC-სთან ინტერვიუში და განმარტავს, რომ რუსეთი იძულებული გახადეს, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა.

 

მსგავსი თემები