,,თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მედიკამენტების დაფინანსებაზე.

,,მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომამდგენელს. მე მინდა კარგად ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციების მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში ჩახედული, ასე წარმოაჩინა საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

იცით თქვენ ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები