რუსეთის ძალებმა ლუგანსკის ოლქში სოფელი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რუსების საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

მისივე თქმით,  ბოლო დღეებში მტერი თითქმის განუწყვეტლივ იყენებს ტაქტიკურ ავიაციას სვატივის რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების დასაბომბლად.

„სვატივის რაიონის სოფელ ნოვოეჰორივკას რუსული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთმა კისერზე, ხელებსა და ფეხებში ჭრილობები მიიღო. ხარკოვის საავადმყოფოში 1977 წელს დაბადებული ქალი მოათავსეს. გუშინ მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა და ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, მძიმე საარტილერიო დაბომბვის გამო, ვერ მოხერხდა ხალხის გადარჩენა დამწვარი ნანგრევებიდან“, – განაცხადა არტემ ლისოჰორმა, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები