ვაგნერის ყოფილი მეთაურები, აღიარებენ უკრაინაში ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას

ორი რუსი სამხედრო, რომლებიც აცხადებენ, რომ “ვაგნერის” ჯგუფის ყოფილი მეთაურები არიან, ამბობს, რომ უკრაინაში მათ ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

სამხედროებმა ამის შესახებ Gulagu.net-თან , უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ისაუბრეს,  რომელიც რუსეთში რუსეთში კორუფციასა და წამების საქმეებზე მუშაობს.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუებში, ყოფილი რუსი მსჯავრდებულები აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი – რომლებიც გასულ წელს შეიწყალეს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, Gulagu.net-ის მიხედვით – აღწერენ თავიანთ ქმედებებს უკრაინაში, რუსეთის შემოჭრის დროს.

ულდაროვი ყვება როგორ ესროლა და მოკლა ხუთი-ექვსი წლის გოგონა.

,,(ეს იყო) მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე არ მომცეს უფლება ვინმე ცოცხალი დამეტოვებინა, რადგან ჩემი ბრძანება იყო  მომეკლა ნებისმიერი რამ ჩემს გზაზე. მინდა რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა იცოდნენ სიმართლე. მე არ მინდა ომი და სისხლისღვრა. ხედავ, მე ამ ხელში სიგარეტი მიჭირავს. მე ამ ხელით ვასრულებდი ბრძანებებს და მოვკალი ბავშვები“, – განაცხადა ულდაროვმა.

მსგავსი თემები