ისინი, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან – ”დიდი შვიდეული”

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ა ისინი, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის ქალაქ კარუიზავაში შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეებისადმი, შეწყვიტონ ან გადაიხადონ მძიმე ფასი რუსეთის ომში დახმარებისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ იარაღის გადაცემას რუსეთში და გავაგრძელოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს. “, – ნათქვამია კომუნიკეში.

მინისტრებმა დაამატეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელორუსიაში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში შეხვედრის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.

მსგავსი თემები