დედა და 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გუშინ, გომთან მომხდარი ავარიის შედეგად კლინიკაში გადაყვანილი დედა-შვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის შვილი „გორმედში“ უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც ექიმები განმარტავენ, მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ გომთან, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

 

მსგავსი თემები