სუფრაზე დიდხანს დალაგებული წითელი კვერცხის საკვებად გამოყენება სარისკოა

სააღდგომო დღეებში, ინტოქსიკაციის ერთ-ერთ საფრთხე მოხარშულ კვერცხს უკავშირდება. ექიმები გვირჩევენ, რომ წითელი კვერცხები, რომელსაც სუფრაზე დიდხანს ვალაგებთ, საკვებად არ გამოვიყენოთ დ მას მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია ჰქონდეს.

„გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება – ინტოქსიკაცია. გვაქვს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი. ეს შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც. შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას. ასევე, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე დაალაგეთ, ეცადეთ ის კვერცხი, რომელიც მაგიდაზე გიდევთ და არა მაცივარში, საკვებად არ გამოიყენოთ“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან”.

 

მსგავსი თემები