სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის“ რაზმის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდეს. როგორც ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, მისია შესრულებულია, უკრაინელი სამხედროების დიდი რაოდენობა „დაფქულია“, შესაბამისად, ოპერაციის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
„საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა. უკრაინის მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით.” შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია. რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, – აცხადებს პრიგოჟინი.