„გულწრფელად ვამბობ, ზამთარი იქნება რთული“ – ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ზამთრის სეზონზე, მოსალოდნელ პრობლემებსა და სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს რომ რთული პერიოდი იქნება.

„სრულად ვაცნობიერებთ არსებულ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული.  იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია.  ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები