„არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ. აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია“ – დეპუტატი ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ხალხია ძალის“ წარმომადგენელი  მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, სასამართლო სისტემაში არის დაახლოებით 20 აგენტი მოსამართლე, რომელიც სიტუაციას ურევს.

„არის იქ რიგი მოსამართლეები ე.წ. აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია. დაახლოებით 20-მდე მოსამართლე, რომელიც ტრენინგებზე მიჰყავთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე ხდება ამ მოსამართლეების წაყვანა საზღვარგარეთ, ტრენინგების ჩატარება, მომზადება და უნდათ 20 მოსამართლით გამოიწვიონ ვნებათაღელვა სასამართლო სისტემაში“ – აცხადებს ყაველაშვილი.

მსგავსი თემები