„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს“ – დასანქცირებული მოსამართლე შენგელია

მოსამართლე ლევან შენგელია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ შეიყვანა და მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, სახელმწიფო დეპარტამენტს ლინჩის წესის აღდგენაში ადანაშაულებს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ის პატიოსანი ადამიანია.

„გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს

(ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით ,,გაასამართლეს“ და ,,დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ,,მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – აცხადებს შენგელია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოჯახის წევრებთან ერთად დაასანქცირა.

მასთან ერთად, „შავ სიაში“ მოხვდნენ: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ვალერიან ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები