ვინ იყო 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

გუშინ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 19 წლის ქალი, ნორა თევზაძეა. ორსული კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შეგახსენებთ, თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

“კურიერის” ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “კურიერი” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა.

საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები