,,ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა
მისი თქმით, მკურნალობის ის სქემა, რომელსაც სააკაშვილს სთავაზობენ, მისი მხრიდან უგულებელყოფილია.
„როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია – ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით, რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ „იმედი LIVE“-ში.