ოდესაში დაღუპულთა რიცხვი  19-მდე გაიზარდა

ოდესის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით,  ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  19-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილებს შორის 11 წლის ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 38 დაშავებული, მათგან ექვსი ბავშვი. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ,  რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო იერიში განახორციელეს.

მსგავსი თემები