,,ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად”- ზელენსკი

,,ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა შემდეგი ნაბიჯებისთვის ემზადება.

„მე-400​ დღე, ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვის მე-400​ დღე. ის, რაც ჩვენ გავიარეთ, არის კოლოსალური გზა, ყველამ ერთად, ყველამ, ვინც იბრძოდა და იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარებოდა და გვეხმარება ლოჯისტიკურად, ვინც აძლიერებდა და ახლაც გვეხმარება უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში. უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც. ამ სიტყვების უკან კოლოსალური ძალისხმევაა. ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად. მადლობა თითოეულ უკრაინელს. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები