,,კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს”- დონალდ ტრამპი

,,ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს,” – ასე ეხმაურება აშშ-ს  ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას.

„ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო

მსგავსი თემები