უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა. რამინ ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალის სოფელ პირველი ოტობაიადან იყო.

დაღუპულის მამა GAL TV-თან ამბობს, რომ მისის შვილი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. მისი თქმით, რამინ ბახტაძე რუსეთის მხარეს საბრძოლველად მეგობრებთან ერთად წავიდა და 31 დეკემბერს, უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა.

შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახზაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.

მსგავსი თემები