,,ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პარტნიორები გააძლიერებენ და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევებს იწყებს.

,,უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები